თურქეთში ავარიის დროს უვნებლად გადარჩენილი მგზავრები სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოში ისინი ავტობუსით ჩამოვიდნენ. ათი ავტომობილია ქოჯაელი-სტამბოლის გზაზე უამინდობის გამო გუშინ შეეჯახა ერთმანეთს. აქედან ერთ-ერთი საქართველოსკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი იყო. ადგილზე დაიღუპა თურქეთის ერთი მოქალაქე. დაშავდა 13 ადამიანი. ავტოავარიის გამო, ქოჯაელი-სტამბოლის მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. დაშავებულები - მათ შორის 7 ქართველი ადგილობრივ კლინიკებშია მოთავსებული…. »
Archive for February, 2012
თურქეთში ავტოავარიისას გადარჩენილები საქართველოში დაბრუნდნენ
Wednesday, February 29th, 2012ცხინვალის ე.წ. არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს
Wednesday, February 29th, 2012რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა. პრეტენზიას ამ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი აცხადებს, მათ შორის არის ოკუპირებული რეგიონის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი. რეგისტრაციის სურვილი თავდაპირველად 22-მა ადამიანმა გამოხატა, თუმცა ე.წ. ცესკომ მხოლოდ ოთხი დაარეგისტრირა. ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 25 მარტს უნდა გაიმართოს. 13 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრა კი ბათილად აღიარეს. ამ… »
რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმებულია
Wednesday, February 29th, 2012 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ უკვე რეალიზებულია. საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ოფიციალურად პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა. რამდენიმე საათის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა თვითმფრინავიც, რომლის მგზავრებისთვისაც - საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, საქართველოში შემოსასვლელად ვიზა აღარავის მოუთხოვია.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა აღარ… »
რუსი პოლიტიკოსები სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურებიან
Wednesday, February 29th, 2012 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოჰყვა შეფასებები. რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დროა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დალაგდეს.
მოსკოვში იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება.
“ეს ერთგვარი პასუხია რუსეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ… »
თურქეთში ავტოავარიაში საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ
Wednesday, February 29th, 2012 საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში. ავარია სტამბოლი-ანკარიას მაგისტრალზე მოხდა. ძლიერი თოვის გამო ერთმანეთს 10 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის სატვირთო, მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსი.
თურქეთის ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 7 ქართველი კი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული…. »
უვიზო რეჟიმზე სააკაშვილი რუს ჟურნალისტს ესაუბრა
Wednesday, February 29th, 2012 საქართველოს პრეზიტენტმა დღეს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ პირველი კომენატრი გააკეთა რუს ჟურნალსიტთან, რომელიც სარქართველოში გამარტივებული რეჟიმით ჩამოვიდა.
“დღეს დიდი სიურპრიზი დამხვდა. საქართველოში დილით ჩამოვფრინდი. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედით, გვითხრეს, რომ ვიზის აღება საჭირო აღარ იყო და საზღვარზეც მხოლოდ ბეჭედი ჩაგვირტყეს და მარტივად გამოგვატარეს. ადრეც ვყოფილვარ საქართველოში. ისეთი ლამაზი იყო თქვენი ვიზა, ცოტა გული მწყდება, რომ აღარ… »
თბილისში ყოფილი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა
Wednesday, February 29th, 2012 თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე ყოფილი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. საცხოვრებელი ავარიული იყო.
შენობის ნაწილი ორი დღის წინაც დაინგრა, საიდანაც ლტოლვილთა სამინისტრომ იქ მცხოვრები დევნილები გაასახლა. დღეს კი, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
პერიმეტრი, უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. იქ სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
შემთხვევის ადგილზე კობა სუბელიანი იმყოფებოდა, რომელიც დევნილებს… »
ევროკავშირი ბელარუსიდან ელჩებს გაიწვევს
Wednesday, February 29th, 2012 ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსიდან ელჩებს გაიწვევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მინსკმა პოლონეთის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ბელარუსის რადიკალური ნაბიჯის მიზეზი კი ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესება გახდა, რომლის ფარგლებშიც კიდევ 21 ბელარუს ოფიციალურ პირს ევროპის 27 ქვეყანაში შესვლა შეეზღუდა. შედეგად ევროკავშირის შავ სიაში მყოფი ბელარუსი მაღალჩინოსნების რიცხვი 220-მდე… »
ვაშინგტონში ნატოს ჩიკაგოს სამიტის საკითხი განიხილეს
Wednesday, February 29th, 2012 ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობა სპეციალურ დეკლარაციაში იქნება ასახული. ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა `კურიერთან` ინტერვიუში ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ალიანსის ორგანიზებით ყოველწლიური სემინარი ჩატარდა. შეხვედრაზე ჩიკაგოს სამიტის მომზადების საკითხი განიხილეს.
ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში კონკრეტულად აისახება საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. სამიტზე ალიანსში ახალი ქვეყნების მოწვევის საკითხი გათვალისწინებული არ… »
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში დებატები მოჰყვა
Wednesday, February 29th, 2012 პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში 4-საათიანი დებატები მოყვა. პოლიტიკური კამათი ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გახსნა.
სოფლის მეურნეობა, საგადასახადო სისტემას, ჯანდაცვა და ზოგადად, პოლიტიკური პროცესები უმცირესობის ლიდერის კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა.
`საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე – რას აპირებს სააკაშვილი – ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა… »