უახლესი ამბები/News

რუსული ემბარგო უკრაინულ და ნორვეგიულ პროდუქტსაც შეეხო

By RUSTAVI2

მეზობლების პოლიტიკით უკმაყოფილო რუსეთი კვლავ თავის მთავარ იარაღს იყენებს. საქართველოს, ბელარუსისა და მოლდოვის პროდუქციის შემდეგ ემბარგო უკრაინულ და ნორვეგიულ პროდუქციასაც შეეხო. გენადი ონიშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უკრაინული ყველის შეტანა იკრძალება. მიზეზად რუსეთის მთავარი სანიტარი ტრადიციულად პროდუქციის უხარისხობას ასახელებს. ონიშენკოს უწყება ემბარგოს უმზადებს ნორვეგიელ მიმწოდებლებსაც.
სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შემოწმებამ ნორვეგიულ თევზეულში ნაწლავური… »

სკოლებში სწავლა 13 თებერვლამდე შეწყვეტილია

By RUSTAVI2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო 2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება…. »

ექსტრემისტებმა იერუსალიმში ჯვრის მონასტერი შეურაცხჰყვეს

By RUSTAVI2

იერუსალიმში მემარჯვენე ექსტრემისტებმა ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს. ტაძარის გალავანზე, სადაც შოთა რუსთაველის ფრესკაცაა შემორჩენილი, ექსტრემისტებმა ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
ამგვარად დაჯგუფება, რომელიც საკუთარ თავს იუდა მაკაბელის შთამომავლად და მიმდევრად მიიჩნევს, ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს პალესტინასთან სადავო ტერიტორიებზე უკანონო ებრაული დასახლებების დემონტაჟის შესახებ.
წარწერები ივრითზე და ბერძნულ ენაზე მხოლოდ მონასტრის გალავნის კედელზე და ავტომობილებზეა გაკეთებული. ფრესკები არ დაზიანებულა…. »

ჩურკინს თავის მართლება მოუხდა

By RUSTAVI2

რუსული დიპლომატია სკანდალში გაეხვია. გაეროში რუსეთის მუდმივი ელჩი ვიტალი ჩურკინი კატეგორიულად უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე კატარის პრემიერ-მინისტრს დაემუქრა.
საქმე ეხება გასულ კვირას გაეროში კენჭისყრას სირიის საკითხზე, სადაც კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს ელჩს განუცხადა, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში, იგი არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. ჩურკინმა კი უპასუხა: `თუ ასეთი ტონით ისაუბრებდა,… »

გომბორის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია

By RUSTAVI2

დიდთოვლობის გამო, დღეს დილიდან შეფერხებით მოძრაობს ტრანსპორტი კახეთის მიმართულებით, სადაც საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეიუზღუდა ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს მასშტაბით ყველა ცენტრალური მაგისტრალი თავისუფალია. ბოლო ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, კვლავ ჩაიკეტა ჯვრის უღელტიხილი, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში… »

თოვლის საფარმა თბილისში 10სმ-ს გადააჭარბა

By RUSTAVI2

თბილისში თოვლის საფარმა უკვე ათ სანტიმეტრს გადააჭარბა. დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თუმცა გადაადგილების მხრივ მძღოლებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამ დროისათვის ტექნიკური მარილი ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაყრილი. სპეციალისტების თქმით, ასეთი თოვლი თბილისში თითქმის ათი წელია არ ყოფილა.
კლიმატურ ცვლილებებს სინოპტიკოსები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რასაც დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის აწევა… »

პრეზიდენტმა დუშეთში ახალი საავადმყოფო გახსნა

By RUSTAVI2

კიდევ ერთი ახალი საავადმყოფო – დუშეთში ახალი კლინიკა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაიმ გახსნა. ის 15-საწოლიანია. აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და აქ ყველა სამედიცინო განყოფილება ფუნქციონირებს. საავადმყოფოში 80 მედიკოსია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილმა დღეს დუშეთის საავადმყოფო პირადად დაათვალიერა. მოინახულა ახალშობილები მშობლებთან ერთად და საჩუქრები გადასცა. პრეზიდენტმა დუშეთის ახლად გახსნილ საავადმყოფოში პედიატრ ირაკლი ციციშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
`მე მინდა… »

დიმიტრი მედოევი ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

By RUSTAVI2

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედოევიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ელჩმა რუსეთში BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის წამოყენებას 300 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა დაუჭირა მხარი. BBC აღნიშნავს, რომ დიმიტრი მედოევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩად მუშაობს და იმის გათვალისწინებით, რომ მას რუს… »

პუტინი ნატო-ს დაშლის იდეას ემხრობა

By RUSTAVI2

ვლადიმერ პუტინი მომხრეა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაიშალოს. ამ განცხადებით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ ჟირინოვსკის ინიციატივას გამოეხმაურა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი შეაქო.
პოლიტოლოგებთან გამართული შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთია და ის არავის სჭირდება, თუმცა რუსეთის პრემიერი არ დაეთანხმა ჟირინოვსკის იდეას – რუსეთმა ევროკავშირს ნატოს დაშლის სანაცვლოდ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა… »

პუტინი ნატოს დაშლის იდეას ემხრობა

By RUSTAVI2

ვლადიმერ პუტინი მომხრეა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაიშალოს. ამ განცხადებით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ ჟირინოვსკის ინიციატივას გამოეხმაურა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი შეაქო.
პოლიტოლოგებთან გამართული შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ნატო ცივი ომის გადმონაშთია და ის არავის სჭირდება, თუმცა რუსეთის პრემიერი არ დაეთანხმა ჟირინოვსკის იდეას – რუსეთმა ევროკავშირს ნატოს დაშლის სანაცვლოდ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა… »