გემრიელი საჭმელები/Food

ბადრიჯანი მწვანილით

By lela
ბადრიჯანი მწვანილით

ბადრიჯანი – 1კგ;
ნიორი – 7-8 კბილი;
მწვანე ხახვი – 150 გ;
მცენარეული ზეთი – 1 ჭიქა;
ქინძი, ცერეცო, ოხრახუში, მარილი
დაჭრილ ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20-30 წუთი, გაავლეთ წყალი, გააშრეთ და შეწვით ზეთში. მწვანილი დავჭრათ წვრილად, შევაერთოთ დაჭრილ ხახვთან და გასრესილ ნიორთან. მასა ჩავდოთ ბადრიჯანში და გადავახვიოთ. მოვაყაროთ… »

ჩახოხბილი

By lela
ჩახოხბილი

მასალა:
ქათამი – 1 ცალი; (1-1,3 კგ):
ხახვი – 3 ცალი, პომიდორი – 1 კგ,
ნაღების კარაქი – 1 სუფრის კოვზი;
ნიორი – 2-3 კბილი;
ოხრახუში, ქინძი, წითელი წიწაკა დაფქული 1-1,5 ჩაის კოვზი,
სუნელი – 1 ჩაის კოვზი.
ქათამი დავჭრათ დიდ ნაჭრებად, ჩავდოთ წინასწარ გახურებულ ქვაბში, ვშუშოთ დახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.გადავასხათ გამოყოფილი წყალი ცალკე ჭურჭელში.გავარძელოთ შეწვა 10 წუთის განმავლობაში თავღია ჭურჭელში… »

ხაშლამა

By lela
ხაშლამა

მასალა:
საქონლის ხორცი – 1 კგ;
ხახვი – 1 თავი;
ნიახური ან ოხრახუში – გემოვნებით.
ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდოთ ქვაბში მოსახარშად. დავასხათ ცხელი წყალი, მთლიანად რომ დაფაროს ხორცი. დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ. მოვაცილოთ ქაფი. მდუღარე წყალში დავამათოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სრულ მომზადებამდე. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ქაფქირით, მოვაყაროთ მწვანილი და… »

თევზის ბუღლამა

By lela
თევზის ბუღლამა

მასალა:
1,5 კგ ორაგული,
4 კონა ტარხუნა,
1 პატარა კონა ოხრახუში,
1 კონა ქინძი,
1 კონა მწვანე ხახვი,
1 თავი ხახვი,
1 ჭიქა კანგაცლილი და დაჭყლეტილი პამიდორი,
1 კბილი ნიორი,
თეთრი მშრალი ღვინო,
მარილი,
წითელი წიწაკა
თევზი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მსხვილად დაჭრილ მწვანე ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად ფენა- ფენა ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში ან ქოთანში. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ პამიდორი, დავასხათ იმდენი… »

შილაფლავი

By lela
შილაფლავი

მასალა:
500 გრ ცხვრის ხორცი,
100 გრ დუმა,
1ჩაის ჭიქა ბრინჯი,
პილპილი, ძ
ირა (ზირა),
მარილი – გემოვნებით.
ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ დუმა. მოვაყაროთ მარილი და 20-30 წუთით დავტოვოთ თავდახურულ ქვაბში. ქვაბში ჩავასხათ წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს, შემოვდგათ ცეცხლზე, მოვქაფოთ და მოვხარშოთ სრულ მზადყოფნამდე. მდუღარე ბულიონში ჩავყაროთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი და გავაგრძელოთ… »

წიწილა ტაბაკად

By lela
ტაბაკა

მასალა:
1 ც წიწილა,
100 გრ კარაქი,
ოხრახუში,
მარილი – გემოვნებით.
წიწილა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ მკერდის მხარეს მთელ სიგრძეზე და ამოვატრიალოთ ფეხებით ზევით, ანუ მივცეთ ბრტყელი ფორმა, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე. ზემოდან დავაფაროთ თეფში, რომელსაც დავადოთ სიმძიმე, იმისათვის რომ წიწილა მჭიდროდ მიეკრას ტაფას. ტაფა შემოვდგათ ცეცხლზე, შევწვათ 40-50 წუთის განმავლობაში ჯერ ერთი,… »

კალმახი ბროწეულის წვენში

By lela
ლოქო ქინძმარში

მასალა:
700 გრ კალმახი,
50 გრ ზეთი,
1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი,
1 თავი ხახვი, ქინძი, 1,5 ჭიქა ბროწეულის წვენი, ნიორი, მარილი – გემოვნებით.
მსხვილი კალმახი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, შევწვათ ორივე მხრიდან. გადავიტანოთ სინზე.
გამოვწუროთ ბროწეული, დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, ქინძი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და გადავურიოთ. მომზადებული სოუსი მოვასხათ… »

ეკალა ნიგვზით

By lela
ეკალა

მასალა:
1 კგ ეკალა;
200 გრ ნიგოზი;
5 სუფრის კოვზი ძმარი;
1 კონა ქონდარი;
3 კბილი ნიორი;
ერთნახევარი კონა ქინძი;
1 კონა ომბალო;
მარილი და წიწაკა გემოვნებით
ეკალა გაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ აუღებულ წყალში და მოხარშეთ ისე, რომ ძალიან დარბილდეს. შემდეგ დაასხით ცოტა წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ ხელით და დაჭერით სანტიმეტრის სიგრძეზე. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, ქონდარი, ომბალო, ყოველივე აგლისეთ… »

ჭარხლის ფოთოლი ნიგვზით

By lela
ჭარხლის ფოთლოლი ნიგვზით

მასალა:
1 კგ ჭარხლის ფოთოლი;
2 ჩის ჭიქა ნიგოზი;
დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ნიორი
გაარჩიეთ და გარეცხეთ ჭარხლის ფოთოლი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი, ქვაბს სახურავი დაახურეთ და ხარშეთ. მოხარშული ჭარხლის ფოთოლი გააცივეთ, ხელით გარგად გაწურეთ. დანაყეთ ქინძი, წიწაკა, ნიორი და მარილი, დაუმატეთ დანაყილი ნიგოზი, დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ყველაფერი ხელით აურიეთ ერთმანეთში. მზა კერძი გადაიტანეთ შესაფერის… »

მწვანე ლობიო ნიგვზით

By lela
მწვანე ლობიო

მასალა:
მწვანე ლობიო – 1 კილოგრამი;
ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა;
ხახვი – 2-3 თავი;
ნიორი – 2 კბილი;
კამა – 5-6 ძირი;
მარილი – გემოვნებით
მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს.
ლობიო ხელით კარგათ დავჭყლიტოთ, შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი,… »