გემრიელი საჭმელები/Food

ისპანახი კვერცხით

By lela
ისპანახი

მასალა:
1 კგ ისპანახი,
0,5 ჩაის ჭიქა არაჟანი,
2 ც კვერცხი,
0,5 ჩაის ჭიქა ორცხობილას ფხვნილი,
1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი,
50 გრ კარაქი ან მარგარინი,
მარილი – გემოვნებით.
გადარჩეული, გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გავწუროთ, დავჭრათ, გადავიტანოთ ჭურჭელში, დავასხათ არაჟანი და მოვშუშოთ. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, კარაქი, ორცხობილას ფხვნილი, შაქრის პუდრი, მარილი და კარგად გადავურიოთ. მასა მოვათავსოთ… »

ხორცის ბასტურმა

By lela
ბასტურმა

მასალა:
რბილი ხორცი -1200 გრამი,
ხახვი – 200 გრამი,
შავი პილპილი – 20 მარცვალი,
დაფნის ფოთოლი – 4 ცალი,
მარილი – გემოვნების მიხედვით.
ხორცი დავჭრათ სამწვადე ნაჭრებად. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და მარილი. ავურიოთ ერთმანეთში, ჩავდოთ ქოთანში ან ბადიაში (ქილაში) და დავდგათ ცივ ადგილას. როდესაც საჭირო იქნება, ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე ჩვეულებრივად და შევწვათ. ამნაირად მომზადებული… »

ქათმის ჩახოხბილი

By lela
ჩახოხბილი

მასალა:
ქათამი -1 ცალი ან წიწილა- 2 ცალი
ერბო 1\2 ჩაის ჭიქა,
პომიდორი-500 გრამი,
ხახვი-3-4 თავი,
სხვადასხვა მწვანილები -1 კონა,
მარილი-გემოვნების მიხედვით.
დავჭრათ 1 ქათამი ან 2 წიწილა, ჩავაწყოთ ქვაბში და შევდგათ ცეცხლზე. ცოტა რომ მოიშუშება დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დავასხათ 1\2 ჩაის ჭიქა ერბო. 5-10 წუთის შემდეგ დავაყაროთ 500 გრ  გაფცქვნილი და დაჭყლეტილი მწიფე  პომიდორი, მარილი, დავახუროთ ხუფი და ვხარშოთ დაახლოებით… »

ამოლესილი ლობიო

By lela
ამოლესილი ლობიო

მასალა:
ხმელი ლობიო - 600 გრამი
ხახვი - 100 გრამი
ნიორი, ქინძი, სამშურა - 1,5 ჩაის კოვზი
წიწაკა - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით
ხმელი ლობიო დავალბოთ წყალში 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ ვადუღოდ. პირველ ანადუღარ წყალს გადავაქცევთ და ახალ წყალში ვადუღებთ მანამ, სანამ მარცვლები არ დარბილდება. შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ზეთში მოშუშული ხახვი. დავამატოთ რეჰანი, წიწაკა, ქინძი და ნიორი.
ლობიოს ნახარში წყალი გადავწუროთ და დარჩენილი ლობიო… »

ბოზბაში

By lela
ბოზბაში

ინგრედიენტები:
ცხვრის ხორცი – 800გრამი,
ერბო – ერთი სუფრის კოვზი,
ხავი – 1-2 თავი
მუხუდო – 5 სუფრის კოვზი,
ვაშლი 300 გრანი,
ტომატი – ½ ჩაის ჭიქა,
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით.
ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროს  მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე სუპში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო… »

კუპატი

By lela
კუპატი

ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, შემდეგ შუაზე გავჭრათ
სიგრძით და კიდევ კარგად გავრეცხოთ. ნაწლავებს სუფრის მარილი დავაყაროთ, კარგად გავწმინდოთ და თან ვრეცხოთ; შემდეგ სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან (გული, ღვიძლი, თირკმელები) ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს). დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ნიორი, ქონდარი, ქინძი (გამხმარი) და ერთმანეთში ავურიოთ…. »

ახალი ქამა სოკო იმერულად

By lela
ქამა სოკო

ინგრედიენტები:
სოკო – 500 გრ.
კარაქი – 50 გრ.
მწვანე ხახვი – 7 ძირი
ნიგოზი – 0,75 ჩაის ჭიქა
მწვანილი – 3 ძირი
წიწაკა – გემოვნებით.
ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მოვაცილოთ უვარგისი ნაწილები, მოვაჭრათ ძირები, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ კარაქში (ძლიერ ცეცხლზე). თავის წვენს რომ შეიშრობს, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. როდესაც კარგად მოიხრაკება შევანელოთ მარილით,… »

აჯიკა

By lela
აჯიკა

ინგრედიენტები:
20 ცალი მოზრდილი წითელი ცხარე წიწაკა;
4 თავი ნოირი;
1 კონა ნედლი ქინძი;
1 სუფრის კოვზი დანაყილი ხმელი ქინძი;
1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი, მარილი;
წიწაკა, ნიორი და ნედლი ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ… »

ხარჩო

By lela
ხარჩო

ინგრედიენტები:
1 ქათამი;
4 თავი ხახვი;
4-5 ცალი პამიდორი;
1,5 ჭიქა ნიგოზი;
2 კბილი ნიორი;
1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა;
რამდენიმე ძირი ქინძი;
მარილი;
ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავდახურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვილად დაჭრილი პამიდორი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გაგლისეთ, შემდეგ… »

გებჟალია

By lela
გებჟალია

მდუღარე რძეში ჩაყარეთ თხლად დაჭრილი ჭყინტი ყველი და წამოადუღეთ. მოხარშული ყველი გადმოიღეთ ღრმა
ფსკერიან ჭურჭელზე და განაგრძეთ ზელა. რძეს, რომელშიც იხარშებოდა ყველი, დაუმატეთ პიტნა და მარილი. დაჭერით ყველი ნაჭრებად და მოასხით პიტნიანი საწებელი.
ეს კერძი უხდება… »